ჩვენი პირველი წარმატებული პროექტი!
კომპანია: შპს „ბიო მარტი“
საქმიანობა: ორგანული ლობიოს წარმოება
ადგილმდებარეობა: სოფ. მარანა, გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი
საქართველოს სოფლის მეურნეობის ბიო პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციისა და შპს „ბიო მარტი“-ს ერთობლივი პროექტი განხორციელდა 2018 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტ სოფელ მარანაში.
პროექტის ფარგლებში ასოციაცია დაეხმარა „ბიო მარტი“-ს ბიზნეს გეგმის მომზადებასა და ორგანული წარმოების მეთოდის დანერგვაში. 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე კომპანიამ მოიყვანა ბათუმელას ჯიშის ლობიო.
„ბიო მარტი“-სა და ჩვენი ასოციაციის თანამშრომლობა აქ არ მთავრდება! ამ ეტაპზე ჩვენ დავეხმარებით კომპანიას მიღებული მოსავლის რეალიზაციაში. სამომავლოდ, „ბიო მარტი”-ს ექნება საშუალება კვლავ გამოიყენოს ჩვენს ორგანიზაციაში არსებული რესურსები. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვიზრუნებთ, რომ კომპანია განვითარდეს და მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
წარმატეტებს ვუსურვებთ შპს “ბიო მარტს” მადლობა რომ გვენდეთ.