დაგვირეკე 032 242 28 06
contact@organicgeo.ge

ცნობიერების გაზრდა ბიო წარმოებისა და ბიო პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობების შესახებ

პროექტის დაწყების თარიღი

1 ივნისი, 2018 წელი
 
პროექტის დასრულების თარიღი

30 სექტემბერი, 2018 წელი
 
პროექტის განხორციელების ადგილი

სამეგრელო, გურია, აჭარა, კახეთი, შიდა ქართლი

 

დონორები

 
პროექტი დაფინანსებულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა – FASSI-ს მიერ, რომელიც არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ხელმძღვანელობით. კონსორციუმის წევრები არიან: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) და ასოციაცია „ათინათი”(ATINATI). პროექტის ბენეფიციარებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელი მცირე და საშუალო მეწარმეები, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები და ფერმერები წარმოადგენენ.
 
FASSI-ის მთავარი მიზანია ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) გაძლიერება სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში, რათა მათ შემდგომში გაუწიონ ეფექტიანი დახმარება მათ წევრ მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) ისეთ საკითხებში როგორიცაა: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) რეგულაციების დაკმაყოფილება, ევროკავშირის ბაზარზე წვდომა და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, FASSI ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ტექნიკურ დახმარებასაც ითვალისწინებს: პროექტის ფარგლებში სულ მცირე 30 ორგანიზაცია გაივლის ტრენინგს სურსათის უვნებლობის და ორგანიზაციული განვითარების საკითხებში.
 

პროგრამის მიზნები

 

  • მოვიძიოთ საქართველოს მასშტაბით არსებული ან პოტენციური ბიო პროდუქტების მწარმოებლები, რათა გავზარდოთ მათი ცნობადობა ბიო წარმოების პრაქტიკასა და ტექნოლოგიების შესახებ;
  • იმ ფერმერებს, რომლებიც დაიცავენ სტანდარტებს და დაინტერესდებიან ბიო წარმოებით, დავეხმაროთ მიღებული პროდუქციის ევროპის ბაზარზე რეალიზაციაში;
  • ხელი შევუწყოთ დამწყებ ფერმერებს ბიო-წარმოების მეთოდებზე გადასვლაში.

პროგრამის მიზანი და ამოცანები სრულ თანხმობაშია, ჩვენი ასოციაციის შექმნის იდეასთან, რომლიც ორიენტირებულია სოფლის მეურნეობაში ჩართულ მცირე და საშუალო მეწარმეთა (ფერმერთა) თეორიული და ტექნიკური ცოდნის გაძლიერების გზით საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. განვითარება თავის მხრივ, მოიაზრებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მოყვანილი მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქციის მწარმოებელი ფერმერის დაკავშირებას პოტენციურ შემყიდველთან ევროპის ბაზარზე.

 

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები

 

  • ფერმერებთან შეხვედრების ორგანიზება, მათთვის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების, ბიო პროდუქტების წარმოების ბენეფიტების, მოყვანისა და შეფუთვის საშუალებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებს მიზნით;
  • ბიზნეს გეგმის მომზადება შერჩეული ფერმერებისთვის;
  • საინფრმაციო ელ. პლატფორმების შექმნა.

 

პროგრამის მოსალოდნელი შედეგები

 

  • გაიზრდება ფერმერების ცოდნა ბიო პროდუქტების წარმოების ბენეფიტების, მოყვანისა და შეფუთვის ტექნოლოგიებზე;
  • ორმოცამდე მცირე და საშუალო მეწარმე მიიღებს აგრონომიულ კონსულტაციებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიებს, რომლებიც შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან;
  • შემუშავდება ბიზნეს გეგმები ფერმერებისათვის;
  • ინფორმაცია ბიო პროდუქტების წარმოებაზე, პოპულარიზაციასა და ევროკავშირის ექსპორტის შესახებ გავრცელდება ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საშუალებით რომელსაც გაეცნობა 1000-მდე დაინტერესებული ფერმერი.