დაგვირეკე 032 242 28 06
contact@organicgeo.ge

ბიო სოფლის მეურნეობა

რა არის ბიომეურნეობა?

ბიომეურნეობა არის პირუტყვისა და მცენარეული პროდუქციის წარმოების მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე პესტიციდების, მინერალური სასუქების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების, ანტიბიოტიკებისა და ზრდის ჰორმონების წარმოებაში გამოყენებაზე უარის თქმაა. ბიომეურნეუბა არის გლობალური სისტემა, რომლის შექმნილია აგრო-ეკოსისტემის ოპტიმიზაციისთვის, რაც თავის მხრივ მოიცავს ნიადაგის მიკროფლორას, მცენარეებს, ცხოველებსა და ადამიანებს. ბიო წარმოების ძირითადი მიზანია წარმოების მდგრადი და გარემოსთდაცვითი მეთოდების განვითარება. ბიოწარმოების ძირითადი პრინციპები:

  • ჯანმრთელობა: ჯანსაღი ნიადაგი, მცენარეები, ცხოველები, ადამიანები და ჯანსაღი პლანეტა;
  • ეკოლოგია: ბუნებრივი ეკოსისტემის შენარჩუნება;
  • სამართლიანობა: თანასწორობა, პატივისცემა და სამართლიანობა ყველა ცოცხალ არსებას;
  • ზრუნვა: მომავალი თაობებისთვის.

რატომ ბიომეურნეობა?

  • ბიომეურნეობა უფრო მომგებიანია, ვიდრე ტრადიციული/გავრცელებული მეთოდების გამოყენება;
  • ბიომეურნეობის ფარგლებში მიიღება იგივე რაოდენობის ან მეტი მოსავალი, ვიდრე ტრადიციული მეურნეობის ფარგლებში;
  • ტრადიციულ კულტურებთან შედარებით, ბიო კულტურები უფრო სტაბილურია;
  • ბიომეურნეობა უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული მეურნეობა;
  • ბიომეურნეობა ქმნის უფრო ჯანსაღ ნიადაგს;
  • ბიომეურნეობა იცავს გარემოს ტოქსიკური ქიმიკატებისგან;
  • ბიომეურნეობა ქმნის მეტ სამუშაო ადგილს;
  • ბიომეურნეობა იბრძვის გლობალური დათბობის ეფექტების წინააღმდეგ;
  • ბიომეურნეობა ხელს უწყობს წყლის რესურსის დაზოგვას და წყლის სიჯანსაღეს;
  • ბიომეურნეობა ხელს უწყობს ბიო მრავალფეროვნებას.

რატომ უნდა შევიძინოთ ბიო პროდუქტი?

  • ბიო საკვები არის ჯანსაღი და უსაფრთხო;
  • ბიო საკვებს აქვს მეტი საკვები ღირებულებები;
  • ბიო პროდუქტი არ არის გენმოდიფიცირებული;
  • ბიო საკვები ქმნის უფრო ძლიერ და ჯანრთელ მომავალ თაობას;
  • ბიო პროდუქტი არ აზიანებს ეკოსისტემას;
  • ბიო პროდუქტი არ აბინძურებს წყალს;
  • ბიო საკვებს აქვს უკეთესი გემოვნური თვისებები.

ბიო სოფლის მეურნეობა ევროპაში - მნიშვნელოვანი ფაქტები

  • ბიო სოფლის მეურნეობა ევროპაში დღითიდღე იზრდება. 2016 წელს, ბაზარი გაიზარდა 11.4%-ით და მიაღწია დაალოებით 33.5 მილიარდ ევროს.
  • 2016 წელს, ევროპაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან, თითქმის 14 მილიონი ჰექტარი ეთმობოდა ბიო პროდუქციის წარმოებას - ყველაზე დიდ წილს იკავებდა ესპანეთი.
  • 2015-2016 წლებში ბიო პროდუქციის მწარმოებლების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა ევროკავშირში.
  • ევროკავშირი არის მეორე უმსხვილესი ბაზარი ბიო პროდუქტებისთვის, პირველ ადგილს იკავებს აშშ.
  • 2016 წელს, ბიო პროდუქციის საცალო გაყიდვებმა ევროპაში შეადგინა 33.5 მილიარდი ევრო და წინა წელთან შედარებით აჩვენა 11%-იანი ზრდა.