დაგვირეკე 032 242 28 06
contact@organicgeo.ge

ჩვენ შესახებ


2017 წლის დეკემბერში, საქართველოში დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს სოფლის მეურნეობის ბიო პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია, შეიქმნა ენტუზიასტური იდეით, რაც გულისხმობს:

  • ქვეყნის მასშტაბით ბიო წარმოების მეთოდების პოპულარიზაციას;
  • კონვენციური სოფლის მეურნეობის მავნე გავლენის შემცირებას ადამიანისა და გარემოს ჯამრთელობაზე.

 

 

ხედვა

ჩვენი ხედვაა შევუქმნათ ჯანსაღი მომავლი საქართველოს და ვისწრაფით:

  • ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ბიო წარმოებას, მცირე და საშუალო ზომის ფერმერებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებში, კოოპერატივებსა და შინამეურნეობებში ბიო სოფლის მეურნეობის პრაქტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით;
  • წევრი ორგანიზაციებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის მიწოდებით, დავაწინაუროთ მდგრადი მეთოდები სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში;
  • გავზარდოთ ცნობიერება ადგილობრივად წარმოებული ბიო პროდუქტების უპირატესობებისა და ბიო წარმოების გარემოსდაცვითი სარგებლის სფეროში;
  • გავხდეთ დამაკავშირებელი ხიდი საქართველოს ბიო პროდუქციის მწარმოებლებსა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომხმარებლებს შორის.

 

მისია

ჩვენი მისიაა განვავითაროთ საქართველოში ბიო სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება.

 

ღირებულებები

  • საქართველოს ბიო სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების პოტენციალის ათვისება;
  • ცვალებად კლიმატთან ადაპტირებული სოფლის მეურნეობა;
  • მავნე ქიმიური ნივთიერებების სურსათში გამოყენების თავიდან არიდება;
  • მდგრადი სოფლის მეურნეობა;
  • სოფლის მეურნეობაში ახალი პრაქტიკების დანერგვა;
  • არაგენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
  • ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
  • გარემოზე ზრუნვა;
  • ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

 

მიზნები

  • ადგილობრივ და უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან მჭიდრო კავშირების გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება;
  • საქართველოში ბიო სურსათის წარმოებასთან დაკავშირებით კვლევების ჩატარება და შედეგების შესაბამისი აქტივობების განხორციელება პარტნიორ და წევრ ორგანიზაციებთან ერთად;
  • ბიო სურსათის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება აგრო-მწარმოებლებსა და საზოგადოებაში;